“რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს თუკი არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, ეს თავის ამომრჩეველს დააზიანებს” – პაპუაშვილი

“რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს თუკი არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, ეს თავის ამომრჩეველს დააზიანებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ინტერესია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

” რა თქმა უნდა, ჩვენს ამომრჩეველს წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს და კანდიდატურებს. რადიკალური ოპოზიცია თავის ამომრჩეველს თუკი არ წარუდგენს თავის კანდიდატურებს, პირველ ყოვლისა, ეს თავის ამომრჩეველს დააზიანებს. დემოკრატიისთვის ეს პრობლემას არ ქმნის. ადამიანი თუ თავად არ მონაწილეობს, ძალით ვერავინ ვერ მიაღებინებს მონაწილეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები