შალვა პაპუაშვილი: როცა ვამბობდით, რომ მილიონერი „ენჯეოები“ არიან თითქოს სწყინდათ ხოლმე და ახლა ხომ ნახეს? ევროპელებმა თავად შექმნეს ვებგვერდი, სადაც პირდაპირ გამოჩნდა ჩვენი მილიონერი „ენჯეოები“

“როცა ვამბობდით, რომ მილიონერი „ენჯეოები“ არიან თითქოს სწყინდათ ხოლმე და ახლა ხომ ნახეს? ევროპელებმა თავად შექმნეს ვებგვერდი, სადაც პირდაპირ გამოჩნდა ჩვენი მილიონერი „ენჯეოები“ და ეს მილიონერი „ენჯეოები“ თავიანთი დაფინანსებიდან გამომდინარე, მოქმედებენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, “- ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ.

„ესეც აჩვენებს ფარისევლობას, მათ შორის ბრიუსელის ფარისევლობას, როდესაც ცდილობენ, რომ არ გაასაჯაროონ რას აფინანსებენ. რაც გასაჯაროვდა, ვნახეთ, რომ ISFED-ი, რომელიც გვეგონა რომ ძირითადად ამერიკული ფულით იყო დაფინანსებული, თურმე ევროპული ფულით არის ძირითადად დაფინანსებული როგორც ჩანს და ამ მილიონებსაც „ენჯეოები“ იქიდან იღებენ. ასე რომ ის, რაც ISFED-მა გააკეთა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებდა, იმიტომ რომ სიტუაცია აერია, აქამდე თუ ვამბობდით რომ იყო ამერიკული დაფინანსების პასუხისმგებლობა, ახლა აღმოჩნდა რომ ბრიუსელის პასუხისმგებლობაცაა. ასე რომ, ამაზე პასუხისმგებელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ISFED-მა რაც გააკეთა და გასცეს პასუხები“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ იმ ორგანიზაციების სია გამოაქვეყნა, რომლებთანაც ევროკომისიას კონტრაქტი აქვს დადებული. ვებ-გვერდზე ვხვდებით ქართულ „ენჯეოებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები