მედია: აშშ Patriot-ის რაკეტების წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდის

პენტაგონმა Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების შესყიდვა ოთხჯერ გაზარდა,- ინფორმაციას, უცხოური მედია ავრცელებს.

Bloomberg-ის ცნობით, ეს სისტემა მნიშვნელოვანია როგორც უკრაინის თავდაცვისთვის, ასევე ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებისთვის.

2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, აშშ-ის არმია „პატრიოტის“ ტიპის რაკეტების შესყიდვისთვის 1.3 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს.

„ბლუმბერგის“ ცნობით, შესყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი ასახავს აშშ-ის სამხედროების განზრახვას, გააძლიეროს „პატრიოტის“ სისტემა, მოკავშირეებისა და პარტნიორების მხრიდან მზარდი მოთხოვნის ფონზე, რომლებიც ცდილობენ თავიანთი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის შესაძლებლობების განახლებას.

გასულ კვირას, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ, მათ შორის „პატრიოტის“ რაკეტების მიწოდების შეჩერების შესახებ. „გარდიანის“ ცნობით, პაუზა, სავარაუდოდ, „პატრიოტის“ რაკეტების დეფიციტმა გამოიწვია.

9 ივლისს ტრამპმა პირადად დაადასტურა, რომ თეთრი სახლი უკრაინაში კიდევ ერთი Patriot-ის სისტემის გაგზავნას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები