შალვა პაპუაშვილი იუკნევიჩიანეს განცხადებაზე: ეს არის ღირებულებითი კრახი სინამდვილეში, რაც ახლა ხდება ბრიუსელში
“ეს ჩვეულებრივი დეზინფორმაციაა, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს. ეს არის ღირებულებითი კრახი სინამდვილეში, რაც ახლა ხდება ბრიუსელში. შენ გეტყვიან, რომ სიძულვილის ენა ცუდია და თავად აფინანსებენ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი ვერბალური მოძალადეები არიან. ეს არის ღირებულებითი აღრევა, “- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რასა იუკნევიჩიანეს განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ, იქ რაიმე სხვა დეზინფორმაციაზე კიდევ შენიშვნის მიცემა უკვე მსუბუქი დანაშაულია ვიდრე ეს არის.
„რასა იუკნევიჩიანეს ეს განცხადება რა მოსატანია, როდესაც ის ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ. შეგახსენებთ, რომ მან თქვა, რომ ევროპასთან დაკავშირებით საკითხები არის ქართველი ხალხის ბრალი, ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“. პირდაპირ ფაშისტური განცხადებაა, როდესაც გამოარჩია მოქალაქეების ერთი ჯგუფი პოლიტიკური ნიშნით, მის გემოვნებაში, რომ არ ჯდება და ისინი გამოაცხადა და დამნაშავეებად. ასე, რომ როდესაც ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ, იქ რაიმე სხვა დეზინფორმაციაზე კიდევ შენიშვნის მიცემა უკვე მსუბუქი დანაშაულია ვიდრე ეს არის.
მინდა მათ შორის ამ რეზოლუცია შევეხო, რომელიც მისი მომზადებული იყო. ცალკე სასაცილო მომენტი არის, რომ მის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდებს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს, მანვე თავად შეიტანე შესწორება, რომ ოპოზიციას მოუწოდებს არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. აი, ასეთი ხალხი ჰყავს გაღმერთებული ამ აკაცუკა ოპოზიციას. მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს, რაღაცა რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე.
მეორე საკითხი, როცა საუბრობენ მათ შორის ამ რეზოლუციაში, ვნახეთ ჩანაწერი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად აღიარების შესახებ, რომელიც 7 წლის წინ იქნა არჩეული. ევროპარლამენტი ხომ უკვე დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს და ახლა „ბრეჟნევიზაციის“ პროცესიც თუ უნდათ, რომ დაიწყონ, 7 წლის წინ არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა გაუვიდა უკვე კარგა ხანია და იმაზე ამბობენ, რომ უნდა აღიარონ ლეგიტიმურად.
მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ თავისივე პროპაგანდისტულმა მედიებს, რომელსაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს დამალეს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არის მოთხოვნილი იმ რეზოლუციაში. იმიტომ, რომ ხვდებიან, რომ ქართველი ხალხი ამას, რომ ხედავს იქ უკვე ყველაფერი გასაგებია. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის კომისარი გაფართოების საკითხში ქალბატონო მარტა კორსის მონაწილეობით იქნა ეს რეზოლუცია მიღებული. დაიღვარა კომპლიმენტებში რასა იუკნევიჩიანეს მიმართ. ასე, რომ ეს არის სრულად ევროკომისიის პასუხისმგებლობა და ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობა. სააკაშვილის გათავისუფლებას დღეს გამოდის, რომ ითხოვს ევროკავშირი, ევროკომისიის და მისი ელჩის სახით. ამიტომ პასუხი გასცეს ევროკავშირის ელჩმა ქართველ ხალხს. რა უნდათ ვერ გავიგე ანუ დიქტატორი, წამების სისტემის შექმნილი ეს არის ევროპა ბატონი ჰერჩინსკის აზრით? ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ევროკომისრის მონაწილეობით იქნა ეს რეზოლუცია მიღებული. რაიმე კრიტიკული მოსაზრება რეზოლუციის ტექსტის მიმართ მე არც კომისარი კოსისგან და არც ევროკავშირის საელჩოს არ მომისმენია. ეს ნიშნავს, რომ ისინი იზიარებენ ამ რეზოლუციას. ეს ნიშნავს, რომ ისინი ითხოვე სააკაშვილის გათავისუფლებას. ისინი ითხოვენ, მათ შორის წინა რეზოლუციებშიც სანქციების დაწესებას რუსეთისთვის. ანუ ითხოვენ, რომ ჩვენ ესკალაციაში შევიდეთ რუსეთთან. ჩვენ გამოვუშვათ დიქტატორი და წამების სისტემის შემქმნელი. ანუ ეს არის მათი წარმოდგენით ევროპა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.