დამლაგებელმა ტუალეტის კაბინაში 100 ათასი დოლარი იპოვა

დამლაგებელი ჩამინდუ ამარსინგე ნაპოვნი 100 ათასი დოლარიდან 80 ათასს მიიღებს. ეს თანხა მან ავსტრალიის სატელევიზიო კომპანიის ტუალეტის კაბინის დალაგებისას იპოვა და მაშინვე ტელევიზიის ხელმძღვანელობას აცნობა. ხელმძღვანელობამ კი საქმის კურსში პოლიცია ჩააყენა. პოლიციამ ფულის შეკვრა განყოფილებაში წაიღო, თუმცა მას არავინ მიაკითხა და გამოძიებამაც ვერაფერი გაარკვია.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ თანხის დიდი ნაწილი მის მპოვნელს, ამარსინგს დაბრუნებოდა. სასამართლოში აღნიშნეს, რომ დამლაგებლის პატიოსნება დაფასებას და პატივისცემას იმსახურებს. ამარსინგმა გადაწყვიტა, თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოახმაროს, ხოლო ნაწილი ბუდისტურ ეკლესიას შესწიროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები