მარიამ ჯაში: მიხეილ ბატიაშვილი პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებები ვერ დაადასტურა, თუმცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომ ის ნამდვილად პროფესიონალი ადამიანია.
​„მე დღეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც პროფესიონალს. ეს არის ადამიანი, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის რექტორია. მისი დადებითი შეფასება ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვლება. მე, პირადად, კვლევაზე ზუსტად იმ
უნივერსიტეტში ვმუშაობ, რომელსაც ბატონი მიხეილი ხელმძღვანელობს. პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო, თუმცა კანდიდატთან დაკავშირებულ განხილვებს ვერ დაგიდასტურებთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ცნობისათვის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები