ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორს ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის მთავრობის კანცელარია ავრცელებს.
„დღის მეორე ნახევარში, პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა ბორის ჯონსონის გადადგომის თაობაზე განცხადება. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მას მუშაობისთვის. რაც შეეხება იმას, თუ ვინ გახდება ახალი მინისტრი, უახლოეს მომავალში იქნება გამოცხადებული.“
ჯონსონის გადადგომა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რიგით მეორეა. წინა დღეს მინისტრის პოსტი Brexit-ის საკითხებში დატოვა დევიდ დევისმა. ორივე გადადგომა უკავშირდება ბოლო დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას Brexit-ის ირგვლივ. ჯონსონი და დევისი იყვნენ ტერეზა მეის კაბინეტში საკვანძო მინისტრები, რომლებიც ითვლებოდნენ „ხისტიBrexit“-ის მომხრეებად. გასულ პარასკევს კი ტერეზა მეიმ განაცხადა იმის შესახებ, რომ ინგლისის ევროკავშირიდან გასვლა უფრო რბილი მიდგომით უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები