პრეზიდენტის სიძის დედა: მდგომარეობა მძიმეა, არ ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა

პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დედას, არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვის სურდა მისი შვილის დაჭრა.
“საავადმყოფოში არ ვყოფილვარ. ვიცი, რომ მდგომარეობა მძიმეა. დღეს ვგეგმავ მისვლას. დეტალები არ ვიცი. არც ის ვიცი, ვის სურდა ჩემი შვილის დაჭრა,” – აღნიშნა მინდია გოგოჭურის დედამ.
სავარაუდოდ, მინდია გოგოჭურს დღეს დაკითხავენ.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტის სიძეს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნება. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები