ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული
“მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული, “- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„უკვე იმდენჯერ გამოვიდა “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის წევრებისგან ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ქალბატონ ბოკუჩავას წყალი აქვს შეყენებული, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული. ბოკუჩავა იქნება თავმჯდომარე, თუ სანიკიძე ეს არაფერს შეცვლის. ის რაღაც ერთობაც რომ ჩამოყალიბდა თავიანთი გარე უფროსების მითითებით, იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი ეზიზღებათ და ამას ვერ მალავენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.