ლევან მახაშვილი – ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი მოიაზრებს იმას, რომ სახელმწიფომ სუვერენიტეტზე უარი თქვას, რაც არ მოხდება
“ეს დოკუმენტი მოიაზრებს იმას, რომ სახელმწიფომ სუვერენიტეტზე უარი თქვას, რაც არ მოხდება,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„როდესაც არცერთ სიტყვას არ ახსენებ სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე, ეს კარგად მეტყველებს ამ დასკვნის „ობიექტურობაზე“. ამ დოკუმენტის სულისკვეთება მოიაზრებს იმას, რომ სახელმწიფომ ხელი აიღოს თავის ფუნქციებზე, სუვერენიტეტი უცხო ძალებს გადასცეს და მათ დაკრულზე იცეკვოს. ამის გაკეთებას სახელმწიფო რა თქმა უნდა არ აპირებს. დასანანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ღიად და კონსტრუქციულად მივუდექით ამ საკითხს, სანაცვლოდ მივიღეთ ტყუილებითა და ცრუ ინფორმაციებით სავსე დოკუმენტი“, – განაცხადა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.