გურამ მაჭარაშვილი – ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ასეთი ტიპის ანგარიშების ფასი ნულია

“ასეთი ტიპის ანგარიშების ფასი ნულია,”- ამის შესახებ “ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა, რადგან ასეთი ტიპის ანგარიშების, სადაც შავით თეთრზე ტყუილი წერია, ფასია ნული. როცა შენ სიმართლის მხარეს დგახარ, ძალიან ძნელია ვინმემ დაგამარცხოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები