ჭუბერში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს (ფოტოკოლაჟი)
სვანეთში, ჭუბურში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია.
მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.
ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.
ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.