ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – „ეკოლოგიკა“ საზეიმოდ დაიხურა (ფოტოკოლაჟი)

საჩხერის სასტუმრო „მედიჰაუსის“ ეზოში, ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადა – „ეკოლოგიკა“ საზეიმოდ დაიხურა.
პროექტ „ეკოლოგიკის“ გამარჯვებული გახდა და პირველ ადგილზე გავიდა; ზესტაფონის მე-2 საჯარო სკოლა, მეორე ადგილი წილად ხვდა – ზოდის საჯარო სკოლას. ჟიურის ფავორიტი გახდა – ტყემლოვანის საჯარო სკოლა.
პროექტი „ეკოლოგიკა“ 15 აპრილს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით და ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით დაიწყო, ის გასართობ – ინტელექტუალური და ეკოლოგიური შინაარსის იყო და ორივე რეგიონის 54 სკოლას აერთიანებდა.
პროექტი, „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ასევე ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის თანასპონსორია „მანგანუმ ლოჯისტიკი“.
მხარდამჭერები არიან: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები