ირანის პრეზიდენტი: ირანი ბირთვული შეთანხმების პირობების აღსრულებას გააგრძელებს მანამ, სანამ ქვეყნის ინტერესები დაცული იქნება
შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტისას, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ კომენტარი გააკეთა ირანის ბირთვული უსაფრთხოების შეთანხმების დარღვევის შესაძლებლობაზე.
მისი განცხადებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა არსებული ბირთვული შეთანხმების პირობების აღსრულებას გააგრძელებს მანამ, სანამ ქვეყნის ინტერესები დაცული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, აშშ-მა და რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, 2015 წლის მაისში გააფორმა ბირთვული შეთანხმება, რომლის მეშვეობითაც ამერიკამ ირანის მიმართ დაწესებული სანქციები შეაჩრა, თუმცა, წელს სანქციები კვლავ ამოქმედდა მას შემდეგ, რაც არსებული შეთანხმება აშშ-მა დატოვა.