14 მაისი
10:30
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი #305
11:00
“პირველ პრესკლუბში” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობოების დამოკიდებულება და სამომავლო გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის მეცნიერების, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდდომარეს ირჟი ზლატუშკას და კომიტეტის სხვა წევრებს შეხვდება. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომას პერნიცკი და მისი მოადგილე ვერონიკა სიდო. მისამართი: უზნაძის 52
11:00
ევროპის სახლში, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისისი მერობის კანდიდატი კახა კუკავა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპოის სიტყვით გამოსვლას მოისმენს. მისამართი: შალვა დადიანის 2
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უკანონო მოსმენები, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა, სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნებისთვის დარიგებული დიდი ოდენობის პრემიები – საიდან მივიდა „ნაციონალურ მოძრაობამდე“ ინფორმაცია, რომელიც ლალი მაროშკინამ საიდუმლოდ გადასცა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს.
11:00
“დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში, კოალიცია “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე “უმუშევართა კავშირს” შეხვდება. მისამართი: აბულაძის 8 საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00
11:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიუროს სხდომათა დარბაზი
11:30
“პირველ პრესკლუბში” სტუდენტი ბექა ცხადაძე და საინიციატივო ჯგუფის წევრები 17 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი და ტვ 25-ის დამფუძნებელი გია სურმანიძე, ტვ 25ის საქმეთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
12:00
რუსთავის მერობის კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს “ჯორჯიან თაიმსის” პრესკლუბში უპასუხებს. მისამართი – ქიქოძის 12. საკონტაქტო პირი: – ბაკურ სვანიძე (577 762001) ნათია ბაქრაძე (555 428562)
12:00
“ჰოლიდეი ინნ-ში”, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, კომისიის წევრებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
12:00
იუსტიციის სახლში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სისხლის დონაციის აქციას გეგმავს. საკონტაქტო პირი: თეა ჩიკვილაძე 577 23 00 27
12:00
„FrontNews“–ის პრესკლუბში, პოლიტპატიმარი, პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეას” ლიდერი ლევან ჩაჩუა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 17 მაისს პატრიარქის ინიციატივით დაგეგმილი მსვლელობა. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი გია ხუხაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში არასამთავრობოს ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: უკანონო მოსმენები, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა, სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნებისთვის დარიგებული დიდი ოდენობის პრემიები, სოზარ სუბარის უწყებაში მიმდინარე პროცესები.
12:00
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიართება. პარლამენტის სხდომათა დარბაზი
12:30
“პირველ პრესკლუბში” ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. თემა: ადვოკატ გოგა ონიანის მიმართ პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ზეწოლა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატი ლაშა ჩხარტიშვილი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან უკანონო და რეპრესიული მოქმედებების განახლების თაობაზე.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, უკანონო მოსმენები, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა, სოზარ სუბარის უწყებაში მიმდინარე პროცესები.
13:00
ბუკიას ბაღში, “ლეიბორისტების” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდება.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში გელა სალუაშვილი იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი კახა კახიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ბიზნესის კონტროლი საქართველოში, სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნებისთვის დარიგებული დიდი ოდენობის პრემიები.
14:00
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ღია კარის დღე გაიმართება.
14:00
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გახსნითი პლენარული სხდომა გაიმართება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსების 25-ე წლისთავს ეძღვნება. მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას 9, VII სართული, საკონფერენციო დარბაზი
15:00
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პარლამენტის საკონფერენციო დარბაზი
15:00
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. დარბაზი #301
15:00
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დარბაზი #304
15:30
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისისი მერობის კანდიდატი კახა კუკავა, კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს შეხვდება. მისამართი: პოლიტკოვსკაიას 10. საკონტაქტო პირი: ილია კოლხიდაშვილი 592 46 06 02
16:30
“ქორთიარდ მერიოტში” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების თემაზე სამუშაო შეხვედრას გახსნის.
16:30
კოალიცია “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, თოდუას კლინიკასთან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: თევდორე მღვდლის 13 საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00
17:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია “თსუს სტუდენტური გაერთიანება” დაფუძნდება.
17:00
რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, (შოთა რუსთაველის ძეგლთან) თამარობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. საკონტაქტო პირი: თორნიკე რაზმაძე 558 13 22 41
17:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თსუ-ს საგამოფენო დარბაზში, ჯამბაკურ-ორბელიანების ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრება.
18:00
კოალიცია “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, თემქის 9კვ, უნივერსამის მახლობლად მოსახლეობას შეხვდება. საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00