ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი უკვე თბილისშია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰერმან ვან რომპეის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები – საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დახვდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი. როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის ფაქტი, რომ თბილისში დღეს ასეთი დონის უკვე მეორე ვიზიტი ხორციელდება, მოწმობს იმას, რომ საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ეს ვიზიტები ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ ძალიან მალე ხელი უნდა მოეწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
ვიზიტის ფარგლებში ჰერმან ვან რომპეი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები