ოქრუაშვილი: მე ვიყავი ერთ-ერთი პირი, რომელმაც კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა (ვიდეო)

მე ვიყავი ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი, რომელმაც კვიციანის ლიკვიდაციის ბრძანება გასცა – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული პარტიის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „თრიალეთის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ რომელი თერგდალეული ემზარ კვიციანია, რომ მაგაზე ვისაუბროთ? კვიციანი იყო გამომძალველი, ბანდიტი, არის იქ სადაც მისი ადგილია, კვიციანმა სახელმწიფოს წინაშე დაიწყო ამბოხი, დაგვიჭრა ორი ჯარისკაცი, საკმაოდ მძიმეთ და სხვათაშორის ძლივს გადავარჩინეთ. თუ რამე პრეტენზია შეიძლება არსებობდეს მასთან მიმართებაში, ეს არსებობს და ზუსტად იქ იმყოფება, სადაც უნდა იყოს. ამ ორი ჯარისკაცის დაჭრის გამო გაცემული გვქონდა მისი ლიკვიდაციის ბრძანება და ღმერთს მადლობა უნდა უთხრას, რომ დღეს ცოცხალია. მე ვიყავი ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი და არა მარტო მე, ვინც მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. დღეს, დრო რომ უკან დავატრიალოთ, იგივეს მოვიმოქმედებდი ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს აუმხედრდა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილი.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NbZof_o4hQQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები