მერილენდელი მსროლელის ვინაობა ცნობილია
ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის შტატ მერილენდში, Capital Gazette-ზე თავდამსხმელმა 5 წლის წინ გაზეთთან სასამართლო პროცესი წააგო. დაზუსტებული მონაცემებით, გაზეთ Capital Gazette-ის რედაქციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობასთან დაკავშირებით, ამ დრომდე განსხვავებული ცნობები ვრცელდება.
თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა, ის 38 წლის ჯეროდ უორნერ რამოსი აღმოჩნდა. მან გაზეთთან 2012 წელს სასამართლო დავა წააგო. ცნობილია, რომ რამოსმა გაზეთს სასამართლოში ცილისწამების გამო უჩივლა, თუმცა დავა წააგო.
ქალაქის შერიფის განცხადებით, შემთხვევას არანაირი კავშირი არ აქვს ტერორისტულ აქტთან და ის უფრო „ლოკალური“ ხასიათისაა. მისივე თქმით, დამნაშავემ იცოდა, თუ ვის უნდა გასწორებოდა და რედაქციაში სწორედ ამ განზრახვით შევიდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი და მხრჩოლავი ყუმბარები გამოიყენა.