აშშ-ში, „Capital Gazette“-ის რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა
ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების მერილენდის შტატში მდებარე ქალაქ ანაპოლისის „Capital Gazette“-ის რედაქციაზე თავდასხმის შედეგად, 7 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 20-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ. ამ ეტაპზე, პოლიციამ ტერაქტის ვერსია გამორიცხა და შემთხვევა „ადგილობრივ ინციდენტად“ მოიხსენია.
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილის, ლინდსი უოლტერსის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმირება მაშინვე მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადებით კი ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.