ამერიკული გაზეთის რედაქციაში მსროლელი შეიჭრა–არიან დაღუპულები (Live)

აშშ–ში, შტატ მერილენდის ქალაქ ანაპოლისში, გამოცემა Capital Gazette–ის რედაქციაში შეირაღებული პირი შეიჭრა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაღუპული, მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. შერიფის რონ ბატერმანის ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, მოხდა შენობიდან ადამიანების ევაკუაცია და მიმდინარეობს შენობის დათვალიერება.
Fox News–ის ინფორმაციით, პოლიციამ მოქალაქეები შესაძლო სხვა დამნაშავეების შესახებაც გააფრთხილა, თუმცა მათი არსებობა ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ცოა ხნით ადრე, ენტონი მესინჯერმა, რომელიც გაზეთის სტაჟიორია, „ტვიტერზე“ დაწერა–„აქტიური მსროლელი, ბესგეით 888, გვიშველეთ, გთხოვთ“.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი უკვე ჩააყენეს საქმის კურსში.

ვიდეო: www.foxnews.com/us/2018/06/28/

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები