„საქართველოსთვის გარდაუვალია, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა კარგ პირობებში მოახერხოს“

„საქართველოს უსაფრთხოება უპირველესად საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომ მან მოახერხოს და თავი დაიცვას იმ ვითარებისგან, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული“ – ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტი ამ განცხადებით, ქართველი ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს როლზე რეგიონში ევროპისთვის დამატებითი ენერგორესურების მიწოდების თვალსაზრისით საუბრობდა.
“უსაფრთხოება ბუნებრივია საქართველოსთვის გარდაუვალია, რომ კარგ პირობებში მოახერხოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი ცხოვრებაში რეალიზაცია. როგორ მოახერხოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, პირველ რიგში ეს მისი პასუხისმგებლობის საკითხია, შემდეგ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობის, მისი ევროკავშირთან თანამშრომლობის ჭრილში განსახილველი საკითხი, შემდეგ ბუნებრივია ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია”, – განაცხადა ოლანდმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები