ნატოს გენერალური მდივანი, აშშ-ს და რუსეთის ლიდერების შეხვედრას მიესალმება

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ჩანიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
მისი განმარტებით, ის მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერების შეხვედრას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურთიერთობის ეს ფორმატი, ევრო-ატლანტიკური კავშირის რუსეთთან მიდგომას შეესაბამება.
„მივესალმები რუსეთის ფედერაციის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების დაგეგმილ შეხვედრას. ჩემი აზრით, ეს შეხვედრა ნატოს მიერ რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის ფორმატში ჯდება, რაც დიალოგსა და თავდაცვის ფორმატს გულისხმობს“-აღნიშნა სტოლტენბერგმა და იქვე დაამატა, რომ შეხვედრა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის გამოხატულებაა.
შეგახსენებთ, რომ იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის სამიტს ესწრება, სადაც თავდაცვითი პროექტებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ დეკლარაციის მიღების თაობაზე იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები