გერმანიაში მომხდარმა აფეთქებამ 3 ადამიანი იმსხვერპლა
გერმანიის ქალაქ ბრემენში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ინციდენტი დღეს დილით მოხდა, აფეთქების სიმძლავრის გამო, სამი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, მათ შორის 7 წლის ბავშვიც.
ამ ეტაპზე აფეთქების მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის. პოლიციამ მიმდებარე საცხოვრებელი ბინებიდან, მაცხოვრებლების ევაკუაცია განახორციელა.უცნობია, იყო თუ არა ინციდენტი ტერორისტული აქტის შედეგი.