აშშ-ს პრეზიდენტი იტალიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიმდინარე წლის 30 ივლისს, იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯუზეპე კონტეს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

ჩანიშნული შეხვედრის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია გააღრმაოს იტალიასთან არსებული თანამშრომლობა გლობალური კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით და ეკონომიკური კეთილდღეობის კიდევ უფრო ამაღლების კუთხით“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კანადაში ჩატარებული „დიდი შვიდიანის“, ტრამპსა და ევროპის ლიდერებს შორის, ალუმინის იმპორტზე ევროპისთვის გაზრდილი ტარიფების გამო, აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. ამ მიზეზით ტრამპმა სამიტი დროზე ადრე დატოვა და ერთობლივ კომუნიკეზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, თუმცა, მოგვიანებით, საკუთარი ტვიტერის გვერდზე, იტალიის პრემიერ-მინისტრი დადებითად მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები