კენიაში მასშტაბურმა ხანძარმა სულ მცირე 15 ადამიანი იმსხვერპლა

კენიის დედაქალაქ, ნაირობიში მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-მდე მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

საავადმყოფოს წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულია 15, ხოლო დაშავებულია 70 ადამიანი. მილიონობით დოლარის ღირებულების უძრავი ქონება კი, სრულიად დამწვარია.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. ამ ეტაპზე უცნობია, შენობაში რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები