თურქეთი 2 წლის წინ შემოღებულ საგანგებო მდგომარეობას ივლისში გააუქმებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 2 წლის წინ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის, ივლისში გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი საბაჰი“ ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ პარტნიორ, დევფლეთ ბაჰჩელთან შეხვედრის და მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის ივლისში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს შემოიღო, როდესაც აშშ-ში მცხოვრები, ფეთჰულა გიულენის მომხრეებმა მთავრობის შეცვლა დაგეგმეს.