ირანმა ერთ-ერთი დახურული ატომური სადგური კვლავ აამოქმედა
ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ, ქვეყანაში მდებარე ერთ-ერთი ბირთვული სადგური ხელახლა გახსნა, რომელიც ბოლო 9 წლის მანძილზე დახურული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ოფიციალურმა თეირანმა უკვე მზადყოფნა გამოთქვა ურანის გამდიდრებისათვის საჭირო ღონისძიებების გასატარებლად. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება დატოვა.
მომხდარს უკვე ოფიციალურად ადასტურებს ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანთან გაფორმებული შეთანხმება ბირთვული უსაფრთხოების შესახებ დატოვა, ოფიციალურმა თეირანმა არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ირანი კვლავ აამოქმედებდა ურანის გამდიდრების პროგრამას და დახურულ სადგურებს გახსნიდა.