დონალდ ტრამპმა, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე, კომენტარი გააკეთა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრა, შესაძლოა, ჰელსინკში ჩატარდეს მას შემდეგ, რაც ბრიუსელში, მიმდინარე წლის 11-12 ივლისს, ნატოს სამიტი ჩატარდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას, დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, სავარაუდოდ, სირიის საკითხსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინს ბოლოს გასული წლის ნოემბერში, ვიეტნამში ჩატარებული სამიტის ფარგლებში შეხვდა. მას შემდეგ, ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა.