პრინცი უილიამი პალესტინაში ჩაფრინდა
დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი, პალესტინას, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, პრინცმა უილიამმა ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა, რომელიც ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, რამალაში ჩასვლისას, პალესტინის მთავრობის შტაბ-ბინის შენობის წინ საპატიო ყარაული და წითელი ხალიჩა დაახვედრეს.
პალესტინის ლიდერ, მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ, პრინცმა უილიამმა ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მაჰმუდ აბასს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„ჩვენს ქვეყნებს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ და უამრავ წარმატებას მივაღწიეთ წარსულში, იმედი მაქვს რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება“.
მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას დიდი ბრიტანეთის პრინცმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მალე დაისადგურებს სიმშვიდე.