“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მიწისქვეშა პარკირების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ჩავარდნას”

დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ეს ქალაქისთვის საჭირო პროექტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ თბილისში მიწისქვეშა პარკირების მოწყობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ჩავარდნაზე საუბრისას განაცხადა.
“დასანანია, რომ არავის გაუჩნდა სურვილი სიმბოლურ ფასად მიეღო და განეხორციელებინა ეს ქალაქისთვის საჭირო პროექტი. ერთის მხრივ სერიოზული საკომუნიკაციო სამუშაოა გასაწევი მსხვილ საინვესტიციო და ფინანსურ ჯგუფებთან, რომ ამ პროექტში გვერდით დაუდგნენ მერიას და მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებაში. მეორეს მხრივ, ძალიან საინტერესოა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის ანალოგიური შემთხვევა, პუშკინის სკვერის ქვეშ, მახსოვს პოლიტიკური განცხადებების და შეთქმულების თეორიების აგების საბაბი გახდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა თბილისში ნაწილობრივ საქველოქმედო პროექტია – ნებისმიერი, ბიზნესში ოდნავ მაინც გარკვეული ადამიანი, დამეთანხმება ამაში. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანია თუ ინვესტორი, ვინც, ამ ინტერესთა გამოხატვაში მიიღებს მონაწილეობას არის დასაფასებელი, მხარდასაჭერი და არა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების და პარტიული ინტერესების გამო ცილისწამებაში და კრიტიკაში გასახვევი. იმედი მაქვს ჩვენი ქვეყნის ბიზნესი მოახდენს თავისი ძალების და საერთაშორისო კონტაქტების მაქსიმალურ მობილიზებას, რათა მხარი ავუბათ მერიის ისეთ როექტებს, რაც თბილისელების და დედაქალაქის სტუმრების მაქსიმალურ კომფორტს შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები