მამუკა ბახტაძე: ვფიქრობ, მინისტრების გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული იქნება

ვფიქრობ, მინისტრების გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მინისტრების გარკვეული ნაწილი იყო მივლინებაში ან შვებულებაში, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი ვერ დაესწრო მთავრობის გუშინდელ სხდომას. ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები სამინისტროების რაოდენობაზე – ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და გადავუგზავნეთ პარლამენტს განსახილველად. იმედი გვაქვს, ეს პროცედურა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდება და საშუალება მომეცემა, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე წარვდგე ახალი, განახლებული სამთავრობო გუნდით. რაც შეეხება გვარებს, ამას ყველა თქვენგანი შეიტყობს მაშინ, როდესაც ჩვენ წარვდგებით პარლამენტში. ვფიქრობ, გვარებზე დღეს საუბარი ჩემი მხრიდან არაკორექტული და ერაეთიკური იქნება. პარლამენტში ჩვენ წარვდგებით განახლებული სამთავრობო გუნდით და პირველ რიგში თქვენ, და შემდეგ თქვენი მეშვეობით, საზოგადოება შეიტყობს ამის შესახებ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები