ინდოეთში თავდასხმას 7 სამართალდამცველი ემსხვერპლა
ინდოეთის ჯარკხანდრის შტატში, პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რადიკალ-ისლამისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
ინდოელი სამართალდამცველები, ანონიმური ზარის შემდეგ, იმ ადგილზე გავიდნენ, სადაც მიღებული ინფორმაციის თანახმად, რადიკალ-ისლამისტი მებრძოლები თავს აფარებდნენ. თუმცა, დანიშნულების ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველები ალყაში აღმოჩდნენ, ხოლო გზის გაგრძელების მცდელობისას, მათი ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა.
ამ დროისთვის, ჯარკხანდრის შტატის მთელ ტერიტორიაზე, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები, მომხდარში დამნაშავე მებრძლების სამძებრო ღონისძიებას ატარებენ.