მამუკა ბახტაძე: ჩვენ აუცილებლად შევქმნით ხიდს, რომელიც სამეგრელოზე გადის

„ჩვენ არამხოლოდ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ, ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის შექმნაში და დღეს, როდესაც ჩვენი მთავარი გამოწვევა ქვეყნის ერთიანობაა, ეს როლი და პასუხისმგებლობა ერთი-ორად გაზრდილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამეგრელო, ზუგდიდი არის განსაკუთრებული, ისტორიული ხიდი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია.
პრემიერმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება რეგიონში იგეგმება, მათ შორის, გიორგი გახარიას უწყების მიერ დაგეგმილ რეფორმებზე და გამოთქვა რწმენა, რომ ის ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს ამ ამოცანას.
„ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ მიმართულებით. ჩვენ აუცილებლად შევქმნით ხიდს, რომელიც გადის სამეგრელოზე, რაც საშუალებას მოგვემს, მშვიდობიანად, ევროპული ტიპის ქვეყნის მშენებლობის გზით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი ძმები და ერთიანად ავაშენოთ ძლიერი საქართველო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები