დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთმანეთს ჰელსინკში შეხვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთმანეთს ფინეთის დედაქალაქ, ჰელსინკში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჰელსინკში ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა, სავარაუდოდ, 13 ივლისს გაიმართება, თუმცა, ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. თეთრი სახლის წარმომადგენლები კი, არსებულ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, თუმცა ცნობილია, რომ შეხვედრასთან დაკავშირებით, სპეკულაციები რეალურია.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ, მზადყოფნა უკვე გამოთქვა ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები