მამუკა ბახტაძე: ერთ-ერთი პირველი ახალი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, არის ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია

„ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც მთავრობა განახორციელებს, ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, ეს აუცილებელი და ძალიან საინტერესო პროექტია.
„ვიცი, როგორი განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა ზუგდიდის ცენტრს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი ახალი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, ეს არის ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია, განახლება, რათა ქალაქს მივცეთ ახალი სიცოცხლე და ის ძველი ისტორიული ხიბლი, რომელიც ასე ჩანს და იგრძნობა ამ გარემოში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები