სოფო კილაძე: კახა კალაძის ინიციატივები თბილისის აღმშენებლობისთვის უპრეცედენტოა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივები შეაფასა.
“ის პროექტები, რომლებიც დღეს თბილისის მერმა წარმოადგინა, თავისი მასშტაბითა და შინაარსით უპრეცედენტოა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტემპებით ქალაქში ძალიან მალე დიდ ხელშესახებ წინასვლას ვნახავთ, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ეკოლოგიის, ეკონომიკისა და სხვა მიმართულებებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა საკითხი, რომელთა უფლებების დასაცავად პირველად სწორედ კახა კალაძემ გადადგა ქმედითი ნაბიჯები. ამ კონკრეტული ქმედებების შედეგი იქნება ის, რომ ეტაპობრივად ათასობით ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ”,- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები