აშშ სახელმწიფოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ირანისგან ნავთობის შესყიდვისაგან

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რიგ სახელმწიფოებს, ირანის ნავთობის შესყიდვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, ხოლო მიმდინარე წლის ნოემბრიდან შესყიდვები საერთოდ აღარ უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთთან და ინდოეთთან, ხსენებულ საკითხზე, ინტენსიურ მოლაპარაკებებს გეგმავს.
საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ევროპის სახელმწიფოებთან, თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, მოხერხდება თუ არა ირანის მიერ, ნავთობის მოწოდების სანაცვლოდ, სხვა ალტერნატივის მოძიება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ამერიკა ირანთან არსებულ ბირთვულ შეთანხმებას ტოვებდა. შეთანხმების დატოვების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ირანს ნავთობზე ახალი სანქციები დაუწესა და სხვა სახელმწიფოებსაც ანალოგიური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები