მაიკ პენსი: თუ აშშ-ში ლეგალურად ჩასვლა არ შეგიძლიათ, ნუ ჩამოხვალთ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ბრაზილიის პრეზიდენტთან მიშელ ტემერთან გამართულ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და მიგრანტების პრობლემაზე ისაუბრა. მაიკ პენსის განცხადებით, თუ ამერიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ლეგალურად ჩამოსვლა არ შუძლია, მაშინ საერთოდ არ უნდა ჩავიდეს.
„თუ აშშ-ში ლეგალურად ჩამოსვლა არ შეგიძლიათ, მაშინ საერთოდ არ ჩამოხვიდეთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კაცობრიობის ისტორიაში, ამერიკის შეერთებული შტატები მიგრანტების მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი იყო. ჩვენ ვამაყობთ ამ მემკვიდრეობით, თუმცა ასევე ვამაყობთ იმით, რომ კანონმორჩილი ერი ვართ, რომლებიც საერთაშორისო საზღვრებს პატივს სცემენ“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მაიკ პენსმა მიგრანტებს ასევე მოუწოდა, რისკის ქვეშ არ დააყენონ საკუთარი თავი და თავიანთი შვილების სიცოცხლე ამერიკაში არალეგალურად ჩასვლის მცდელობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები