მამუკა მდინარაძე ხორავას ქუჩის საქმეზე: ეს არ არის საქმე, სადაც შეიძლება პოლიტიკურ ქულებზე იფიქრო

ეს არ არის ის საქმე სადაც შეიძლება პოლიტიკურ ქულებზე იფიქრო,-აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ახალგაზრდების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქმესთან დსკავშირებით კითხვები რომ არ დარჩეს ბევრი ადამიანი უნდა გამოიკითხოს.

-“ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გამოტანა, ჩვენ მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. კომისიამ ახლა დაიწყო მუშაობა, ჩვენ ბევრი ადამიანის გამოკითხვა ვერ მოვასწარით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვკითხავთ ბევრ ადამიანს და ამის შემდეგ უფრო მეტი სიცხადე იქნება ამ საქმესთან დაკავშრებით. არ მინდა ოპონენტების კრიტიკა, მაგრამ ვამჩნევთ ტენდენციებს, რომ საუბარი მიდის მხოლოდ ერთი მიმართულებით.
პირადად მე. ჩვენი გუნდის წევრები არანაკლებ კრიტიკულ კითხვებს ვსვამთ. თავზე ხელის გადასმას არ ვაპირებთ. ის კითხვები რაც ზაზა სარალიძემ კომისიის წინაშე დასვა ჩვენ ეს კითხვები დავუსვით გუშინ და დღეს. ეს არ არის ის საქმე სადაც შეიძლება პოლიტიკურ ქულებზე იფიქრო, ან ვინმეს მხარი დაუჭირო რომელი სამთავრობო სტრუქტურაც არ უნდა იყოს და გუნდის წევრი. არ აპირებს პოლიტიკური გუნდი „ხარაკირს.“ – ეს ზოგადად, ახლა უშუალოდ საქმეს რაც შეეხება – ძალიან ბევრი კითხვაა რაზეც ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ. ეს კითხვები რომ არ დარჩეს ჩვენ ბევრი ადამიანი უნდა გამოვკითხოთ, ბევრი მასალა უნდა ვნახოთ კიდევ. მთელი ამ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ განყოფილების უფროსს – კახა სირაძეს ვუსვამთ კითხვებს, ამ ადამიანს ამომწურავი პასუხები არ ექნება, ამას მეორე მხარეც აქვს. როცა ჩვენ დავაყენეთ საკითხი რომ მოდით დავკითხოთ ის ადამიანი, ვინც უშუალოდ იძიებდა ამ საქმეს. ჩვენმა ოპონენტებმა და კომისიის უმრავლესობაში მყოფმა ადამიანებმა არ დააკმაყოფილეს. თუ ხელმძღვანელებზეა საუბარი, მაშინ ქალაქის პოლიციის უფროსი დავკითხოთ. ალბათ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ეს ადამიანი უბრალოდ იმასაც მოკლებულია, რომ მოწმე გამოკითხოს. მას შეხება ვერ ექნებოდა ამ არასრულწლოვან პირებთან, იმის გამო რომ მას ელემენტალური ჩაბარებული არ აქვს შესაბამისი გამოცდა, შესაბამისი კურსები არ აქვს გავლილი. ორი დღის განმავლობაში ვკითხავდით არაკომპეტენტურ ადამიანს ამ საქმესთან დაკავშრებით. დაკითხვაზე მოუსმინეთ განყოფილების უფროსს, რომელსაც ყოველ მეორე წინადადებაში დაჭირდა ახსნა, რომ მას საგამოძიებო პროცესთან უშუალოდ შეხება არ ჰქონია. ეს არის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ოპერატიულ საქმიანობას, ერთ ადამიანს სადმე უშვებს, მერე პატაკს ამზადებს და ა.შ. „ევროპულ საქართველოშიც“ დარწმუნდნენ, რომ საჭროა დავკითხოთ ფიფია, რომელიც ამ საქმეს იძიებდა. მას რეალურად შეხება ჰქონდა თვითმხილველებთან. უფრო ფასეული იქნება გამომძიებელ ფიფიას გამოკითხვა.
კალანდიასთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები, როცა ვსაუბრობთ მტკივებულების მაღალ ხარისხზე, დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მაშინ როცა არ გვყავს გამოკითხული უშუალოდ გამომძიებელი, დაცვის მხარე. ჯერ რაღაც რეკომენდაციები გავცეთ, ამას მე ვერ დავეთანნხმები. ჩვენ გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით.
გუშინ, მაგალითად სამი საათის განმავლობაში დავსვით ყველა კრიტიკული კითხვა, ერთ-ერთი გ.მ-ს სხეულის დაზიანების ფაქტი რატომ არ იქნა გამოძიებული. მაქსიმალურად კრიტიკულად ვსვამთ კითხვებს. ხარვეზები ჩანს, კომისიას ამ ვალდებულებას ვერავინ დააკისრებს, რომ ყველა დეტალი დააზუსტოს. ამ ხარვეზების იურიდიული წონა მაშინ იქნება გაცილებით უფრო დიდი.
წინ არის სააპელაციო და უზენაესი სასამართლო ინსტანციების განხილვები. ეს ხარვეზები იქაც უნდა გაირკვეს. 9 პირია პასუხისმგებლობაში, 7 ბრალდებულია. კითხვებს ვსვამთ ჩვენ და ჩვენი ოპონენტები ერთნაირს, მაგრამ ჩვენ ვერ დავეთანხმებით ჯერ დასკვნებში,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები