ეკა ბესელია: საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ჩვენი ამოცანაა

ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
შესაბამისი მოსაზრება ბესელიამ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღებასთან დაკავშირებით გააჟღერა.
“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღებით, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის და ძალადობრივი ქმედებების ფაქტებზე, გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთაშორისო თანამეგობრობის. ეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ეროვნული ინტერესების დაცვაა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დაცვაზე გადის. ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე სამართლის აღსრულება ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს მთავრობამ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია დაამტკიცა.
სიაში 33 პირია შეყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები