თურქეთი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ჯერ არ აპირებს

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გარკვეული პერიოდის მანძილზე კვლავ უნდა შეინარჩუნოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაეპ ერდოღანის მხარდამჭერ ნაციონალისტურ პარტიაში განაცხადეს.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თურქეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, 2 წლის წინ ჰქონდა ადგილი, რა დროსაც 300-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2000-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არ გააუქმა, რომელიც დღემდე მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები