თურქეთში ფეთჰულა გიულენის 132 მხარდამჭერის დაპატიმრება იგეგმება

თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა 132 ადამიანის დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თურქულ მედია-საშუალებებზე დაყრდნობით იუწყება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც 132 ადამიანის დაკავება მოხდება ფეთჰულა გიულენთან კავშირების გამო. აღსანიშნავია, რომ დასაკავებელ პირთა ნუსხაში, 30 პირი თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომელია.
დაკავების ოპერაცია, თურქეთის სხვადასხვა პროვინციაში, ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, 2 წლის წინ ჰქონდა ადგილი, რა დროსაც 300-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2000-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ, თურქეთის მთავრობამ მომხდარში ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა. 2 წლის მანძილზე, თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფეთჰულა გიულენის არაერთი მხარდამჭერი და ამბოხების მონაწილე დააპატიმრა. გიულენი კი მომხდარში მის როლს ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები