ილჰამ ალიევი: სომხეთი აზერბაიჯანს კონკურენციას ვერ გაუწევს

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი მზადაა ყარაბაღის ტერიტორიაზე დისლოცირებული სომხეთის ყველა სამხედრო და სტრატეგიული დანიშნულების მქონე ობიექტი გაანადგუროს.
მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მთავრობას მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის დარეგულირება მშვიდობიანი გზით სურს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ქვეყანა არ შეეგუება საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციას.
“მოწინააღმდეგეს უნდა ესმოდეს, რომ არ არსებობს ისეთი სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი, რომლის განადგურებასაც აზერბაიჯანის სამხედრო ძალები ვერ შეძლებს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს კონკურენციას ვერ გაუწევს.
„ისტორიული სამართლიანობა ჩვენს მხარეზეა. ჩვენ სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობა გვაქვს, ომი ჯერ არ დასრულებულა. მხოლოდ მისი პირველი ეტაპი დასრულდა“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები