ირანში შეიარაღებულმა პირებმა სამი მესაზღვრე მოკლეს

ირანის ისლამური რესპუბლიკის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც, სამი მესაზღვრე დაიღუპა.
გავრცელებული განცხადების მიხედვით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შეიარაღებულ ძალებსა და სავარაუდოდ, რადიკალ მებრძოლებს შორის, შეტაკება ირანი-პაკისტანის საზღვარზე მოხდა, რა დროსაც მოხერხდა თავდამსხმელების ლიკვიდირება, ხოლო რამდენიმე მათგანმა გაქცევა მოახერხა.
ამ ეტაპზე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი არ აკონკრეტებს, თუ რომელ რადიკალ-ისლამისტური დაჯგუფების მებრძოლები ცდილობდნენ ირანის ტერიტორიაზე შემოსვლას.
ანალოგიური ფაქტი რამდენიმე კვირის წინაც მოხდა. ირანის ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობა მაშინაც აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები