ვიეტნამში მეწყერისა და წვიმების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
ვიეტნამში კვლავ გრძელდება უამინდობა და მეწყრული პროცესები, რომელის შედეგადაც უკვე 17 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 11 ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრვი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის გამო, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ, ღონისძიებაში 700-მდე მაშველი მონაწილეობს, რომლებიც ამ დრომდე კვლავ განაგრძობენ დაკარგულების საძიებო სამუშაოებს.
როგორც ცნობილია, ვიეტნამში ხშირია წვიმები, რაც მიწის ეროზიულ პროცესებს იწვევს. მსგავსი ბუნებრივი მოვლენების გამო, გასულ წელს ვიეტნამში 400-მდე ადამიანი დაიღუპა.