ირანის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ბირთვული შეთანხმებიდან გასვლაზე, შემაძრწუნებელი უწოდა
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ისაუბრა. ჰასანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანთან არსებული ბირთვული უსაფრთხოების შეთანხმება დატოვა, უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს ირანზე. როუჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ არსებული პრესის მიუხედავად, ირანის ისლამური რესპუბლიკა არ დანებდება და თავის ეროვნულ ფასეულობებს მაინც დაიცავს.
ამერიკა-ირანის დაძაბული ურთიერთობების შესახებ, როუჰანიმ სამთავრობო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცა. მან ტრამპის გადაწყვეტილებას, ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე, შემაძრწუნებელი და უკანონო უწოდა, რამაც მისი აზრით, ამერიკის რეპუტაციას, მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილი მიაყენა. ინტერვიუში ირანის პრეზიდენტმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მიერ ირანის გამდიდრების პროგრამის კვლავ განახლებაზე.