ანგელა მერკელმა, ევროპის ლიდერებთან ერთად, მიგრაციის საკითხზე იმსჯელა

გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სტეფან სიბერტის განცხადებით, ანგელა მერკელმა, ევროპის ლიდერებთან ერთად, მიგრაციის საკითხზე იმსჯელა, რათა არსებული სიტუაციიდან გამოსავალის მოძიება მოხდეს. თუმცა, ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პრობლემა კვლავ გადაუწყვეტელი დარჩა.
სიბერტის განცხადებით, გერმანიის კანცლერი, ევროპული სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, ამ პრობლემის მოგვარების საკითხზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან დევნილთა მორიგი ტალღა, ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს ეძებს, რასაც არცერთი ევროპული ქვეყნის ლიდერი არ თანხმდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ანგელა მერკელი უკვე არაერთხელ გააკრიტიკეს, რის შემდეგაც მერკელმა, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძიებლად, ევროპის სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები