ვენესუელაში 11 მაღალჩინოსანს ევროკავშირმა მკაცრი სანქციები დაუწესა
ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ვენესუელას 11 მაღალჩინოსანს უმკაცრესი სანქციები დაუწესდება, ცოტა ხნის წინ ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამო, რომელიც თითქმის არცერთმა ქვეყანამ არ ჩათვალა ლეგიტიმურად, ხოლო არჩევნების შედეგად, პრეზიდენტად ხელახლა არჩეული ნიკოლას მადურო ხმების მოსყიდვაში ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სანქციების მიხედვით, სიაში მოხვედრილ პირებს ანგარიშზე არსებული თანხები გაეყინებათ და მოგზაურობასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაუწესდებათ.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში პრეზიდენტად კვლავ ნიკოლას მადურო აირჩიეს, თუმცა, არჩევნების შედეგები, რამდენიმე სახელწიფოს გარდა, არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა.