იენს სტოლტენბერგი: რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრა ნატო-ს პოლიტიკის შესაბამისობაში იქნება

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის, შესაძლო შეხვედრის შესახებ, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ნატო-ს პოლიტიკის შესაბამისობაში იქნება.
„ტრამპის და პუტინის შეხვედრა ნატო-ს პოლიტიკის შესაბამისობაში იქნება, ვინაიდან ნატო რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე იქვე აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან მიმართებაში ორმაგ მიდგომას ავითარებს, რაც შეკავებასა და დიალოგს გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რამდენჯერმე გააკეთა მინიშნება იმაზე, რომ შესაძლოა, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ვენაში შეხვდეს. ხსენებული ინფორმაცია მოგვიანებით ავსტრიის კანცლერმაც დაადასტურა და შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები