რუსული საავიაციო იერიშის შედეგად, 70 სირიელი „ბოევიკია“ მოკლული

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ავიაციამ, სირიაში არებული „დე-ესკალაციის ზონაში“, შეიარაღებული თავდასხმა მოიგერია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ავიაციის საჰაერო იერიშის შედეგად, მოკლულია 70 სირიელი მეამბოხე „ბოევიკი“, რომლებიც სირიაში არსებული „დე-ესკალაციის ზონაში“ სამხედრო მოქმედებებს გეგმავდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები